20 | 10 | 2017

ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ზურაბ ნაკაშიძის ლექსების საღამო

დღეს ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ხაჯალიის საჯარო სკოლის მე-12 კლასელის, ზურაბ ნაკაშიძის ლექსების საღამო.
საღამოზე მოწვეულ სტუმრებს ზურა სკოლის დირექტორმა, ხათუნა აფხაზავამ წარუდგინა. როგორც გაირკვა, ამ ძალიან ნიჭიერ და ნაკითხ ბიჭს, რომელიც თურმე საუკეთესო მოსწავლეცა და მეგობარიცაა, ლექსების წერა სულ რაღაც ერთი წლის წინ დაუწყია.
ზურას ლექსები სტუმრებს მუსიკის ფონზე მისმა თანაკლასელებმა წაუკითხეს და უნდა ითქვას, რომ თითოეულ მათგანს სახეზე ეწერა ასეთი კარგი მეგობრის ყოლით გამოწვეული კმაყოფილება.
შემდეგ უკვე თავად ზურაც გაგვეცნო.
საღამოს სუფსის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი სალომე გურგენაძე ალამაზებდა თავისი საოცარი ხმით.
დასასრულს ზურას გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს სტუმრებმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა