21 | 08 | 2017

საკრებულოს წევრები ბესიკის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, მოადგილე-ბესიკ ტაბიძე და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე ბესიკის ქუჩაზე იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ქუჩის მოსახლეობამ საკრებულოს განცხადებით მიმართა. მათი თქმით, ბესიკის ქუჩაზე გასულ წელს მოეწყო სანიაღვრე არხები, თუმცა სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა. 
როგორც მოსახლეობა აცხადებს, გზის საფარი დაზიანებულია და საჭიროებს მოხრეშვას. განსაკუთრებით პრობლემები უამინდობის დროს იჩენს თავს.

საკრებულოს წევრები ქუჩის მცხოვრებლებს გაესაუბრნენ და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დახმარება აღუთქვეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია