17 | 12 | 2017

სასკოლო ოლიმპიადა ფეხბურთში

21-22 მარტს ლესაში ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა ფეხბურთში ვაჟთა შორის. ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის 20 სკოლის 240 მოსწავლე მონაწილეობდა. სტადიონზე მაყურებელთა სიმრავლეც თვალშისაცემი იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ შეჯიბრი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველი ადგილი არავის დაუთმო ამ სახეობაში შარშანდელმა გამარჯვებულმა ხაჯალიის საჯარო სკოლამ, რომელმაც ფინალში პენალტების სერიით დაამარცხა სუფსის საჯარო სკოლის გუნდი. ეს უკანასკნელი თავის მხრივ მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილი ქალაქის პირველმა სკოლამ დაიკავა. სასკოლო ოლიმპიადა ისევ გრძელდება და დარჩენილია სპორტის კიდევ სამი სახეობა: ხელბურთი, ბადმინტონი და მხიარული სტარტები. აღსანიშნავია, რომ გამგეობის სოციალური სამსახურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება აღნიშნულ პროექტს მეოთხე წელია ახორციელებს და საკმაოდ წარმატებითაც. ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა, 24 საჯარო და ერთი კერძო სასწავლო დაწესებულებაა ჩართული. ჩვენებურები ბრწყინვალედ გამოდიან არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ოლიმპიადებშიც.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა