24 | 09 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა , რომელიც შეეხებოდა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას საბავშო ბაღების მენეჯმენტში. შეხვედრაზე განიხილეს კანონპროექტი ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლების შესახებ. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების ფონდის(UNDP) მიერ ,რომლის მიზანია გურიის ოთხ მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების მომხმარებელთათვის გაწეული სერვისებისის დახვეწა.კერძოდ საბავშო ბაღების ეზო-გარემოს კეთილმოწყობა,სადაც განთავსდება თანამედროვე სათამაშო ატრაქციონები,მშობლების ჩართულობის ხარისხის გაზრდა პროგრამული ბიუჯეტების მომზადების პროცესში,მენეჯმენტის დახვეწა და მომხმარებელთა ურთიერთობის თანამედროვე ფორმების დანერგვა. შეხვედრას უძღვებოდნენ ექსპერტები :ოლღა მუსხელიშვილი და ალექსანდრე კალანდაძე, „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ თავმჯდომარე მინდია სალუქვაძე.შეხვედრას ესწრებოდა ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი- სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტის“ ხელმძღვანელი დავით წულაძე,ცენტრის თანამშრომლები და 22-ვე საბავშო ბაღის გამგეები.შეხვერდა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა