19 | 08 | 2017

საკრებულოს თავმჯდომარემ ქალბატონ მედეას 90 წლის იუბილე მიულოცა

დღეს ლანჩხუთელთათვის საყვრელ, პატივსაცემ პიროვნებას, მრავალი თაობის აღმზრდელს, ღირსეულ პედაგოგს ქალბატონ მედეა კეკელიძე-ხოფერიას 90 წელი შეუსრულდა. საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ პირადად მიულოცა მას ღირსშესანიშნავი საიუბილეო თარიღი და სიმბოლური საჩუქარიც გადასცა. ,,ქალბატონი მედეა გახლავთ მართლაც გამორჩეული, უკეთილშობილესი, ყველასათვის საყვარელი პიროვნება. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა, სიხარული, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე“, აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ. ქალბატონმა მედეამ და მისმა ოჯახმა მადლობა გადაუხადეს საკრებულოს თავმჯდომარეს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია