18 | 12 | 2017

ლანჩხუთს საპატიო მოქალაქე თინათინ ბერუჩაშვილი სტუმრობდა

,, გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მთავარი მენეჯერი, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე თინათინ ბერუჩაშვილი და თბილისის ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრები ლანჩხუთში იმყოფებოდნენ. სტუმრებს თავდაპირველად საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ და ბიუროს წევრებმა უმასპინძლეს. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ თინათინს იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც ის ლანჩხუთის კლუბის მიმართ იჩენს. თავის მხრივ თინათინ ბერუჩაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას: "რომ არა თქვენი თანადგომა, თქვენი მხარდაჭერა, ლანჩხუთში გამარჯვებულ ქალთა კლუბი ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს“, აღნიშნა ქალბატონმა თინათინმა. მოგვიანებით სტუმრებმა მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გადაინაცვლეს. სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა შესანიშნავი ნომრები წარმოადგინეს, რომელთა შესრულებას დამსწრე საზოგადოება გულგრილი ნამდვილად არ დაუტოვებია. ღონისძიება მიჰყავდა კესო მახარაძეს და თინათინ ზენაიშვილს. მათ დამსწრეებს კლუბის შექმნის ისტორია და მის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცვნეს. აღინიშნა კლუბის ხელმძღვანელის მზია კვირკველიას აქტიური და ენერგიული მუშაობა, ქალბატონი თინათინისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობა და თანადგომა. საღამომ თბილ და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა