24 | 08 | 2017

დასახლების საერთო კრებამ რჩეულები აირჩია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ორაგვე, გრიგოლეთი, ეწერი) დასახლების საერთო კრებები გაიმართა. პროექტის მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის ხელშეწყობაა. კრების ორგანიზება საინიციატივო ჯგუფის მიერ და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართულობით მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორაგვეში _ ტარიელ ურუშაძე, გიროლეთში _ აკაკი კვაჭაძე, ხოლო სოფელ ეწრის მოსახლეობამ თავის რჩეულად ზვიად ნაკაიძე წარადგინა.
პროექტს ევროპის ფონდი და შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია