21 | 08 | 2017

ხელბურთში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24მარტს ლესის საჯარო სკოლის ეზოში სასკოლო ოლიმპიადის მორიგი ტურნირი გაიმართა, ამჯერად უკვე ხელბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის.
მატჩები საინტერესოდ წარიმართა და სანახაობას მაყურებელიც ბლომად ჰყავდა. საბოლოოდ კი ადგილები ასე გადანაწილდა:
ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა ნიგოითის საჯარო სკოლამ; შუხუთის საჯარო სკოლის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჩოჩხათელი მოსწავლეები მესამე ადგილოსნები გახდნენ.
გოგონათა შორის პირველი ადგილი არავის დაუთმო ჩოჩხათის საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი წილად ხვდა ნიგოითის სკოლის გუნდს, ხოლო სასულიერო გიმნაზია ოდენ მესამე ადგილს დასჯერდა.
28 და 29 მარტს გაიმართება შეჯიბრი ბადმინტონში.
უნდა აღინიშნოს, რომ სასკოლო ოლიმპიადის რაიონული ტურნირის დასრულების შემდეგ, 4 აპრილს, ქალაქ ოზურგეთში გაიმართება რეგიონული ტურნირი, რომელსაც ფეხბურთში რაიონის ჩემპიონი - ხაჯალიის საჯარო სკოლა გახსნის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია