28 | 06 | 2017

ინფრასტრუქტურის კომისიამ სხდომა გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ელისო ჭიჭინაძე უძღვებოდა. კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც სალონებში და ესთეტიურ დაწესებულებებში სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხზე შეკითხვებს მომხსენებელი, ვლადიმერ ჩხაიძე პასუხობდა. კომისიამ განიხილა და იმსჯელა ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ, რომელიც საბავშვო ბაღებში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხება. წარმოდგენილი პროექტი კომისიის წევრებმა განიხილეს და თავიანთ მოსაზრებები დააფიქსირეს. შენიშვნების გათვალისწინებით შემუშავებულ პროექტებს 31 მარტის საკრებულოს სხდომაზე ნორატიული აქტების სახით დაამტკიცებენ. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტრული პროექტების ფარგლებში 263 472 ლარის სამუშაოები განხორცილდება. კერძოდ, მოეწყობა და აღდგება ხიდები აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე, ლესის, ნიგვზიანისა და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული დანარჩენი საკითხები განიხლა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია