24 | 06 | 2017

კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურების საკითხთა კომისიის სხდომაზე თავმჯდომარემ, გიორგი ჩახვაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის წევრებთან ერთად განიხილა.

კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას გულისხმობს.

აღნიშნული საკითხის შესახებ ვლადიმერ ჩხაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ,ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს დაევალა შერჩევითი კონტროლით განახორციელოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეთიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციის პრევენციისა და სანიტარული ნორმების შესრულების შემოწმება.

კომისიამ იმსჯელა ნორმატიული პროექტების შესახებ, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს და საბავშვო ბაღებში განსახორციელებელ ცვლილებას ეხება.

საკითხის რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,სარეაბილიტაციო ცენტრი იავნანასთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე გემგებლისათვის თანხმობის მიცემას გულისხმობს, კომისიას ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ წარუდგინა.

მისი განცხადებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილით მომართა სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „იავნანა“-ს დირექტორმა, სადაც დასმულია საკითხი ქ. ლანჩხუთში მარჯანიშვილის ქ. N11-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 747 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „იავნანა“-ს ფუნქციონირებისათვის. მიზანშეწონილია , დღის ცენტრს სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს აღნიშნული ქონება.

კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრულ სხვა დანარჩენ საკითხების ირგვლივ იმსჯელა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია