24 | 06 | 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელთან თათბირი გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. ბატონმა ზაზამ მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა და დაავალა წარმომადგენლებს ორგანიზება გაუკეთონ ხვნა-თესვის კამპანიას. მოსახლეობას დაეხმარონ და ყველა ის პრობლემა მოაგვარონ, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას. ბატონმა ზაზამ თათბირზე მავნე მწერის _ „აზიური ფაროსანის“ წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ერთი თვის განმავლობაში თხილის ნაკვეთების ქიმიური პრეპარატებით შეწამვლა მოხდება. კერძოდ, 1,5 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მფლობელს უსასყიდლოდ შეუწამლავენ ფართობს. შესაბამის პირებს გაეწევათ რეკომენდაციები, როგორ შეწამლონ ნაკვეთები და მავნებელთან ბრძოლის რა ღონისძიებები გაატარონ. მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფლებში არსებული სხვადასხვა პრობლემებითაც დაინტერესდა და შესაბამის სამსახურებს მათი დროულად მოგვარება დაავალა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია