28 | 06 | 2017

სასკოლო ოლიმპიადა ბადმინტონში

გუშინ, 28 მარტს სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში სასკოლო ოლიმპიადის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამჯერად ბადმინტონში ვაჟთა შორის.
მონაწილე 12 სკოლიდან ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი: ჯურუყვეთის საჯარო სკოლა;
მეორე ადგილი - აკეთის საჯარო სკოლა;
მესამე ადგილი კი ჩოჩხათის სკოლის გუნდმა დაიკავა.
დღეს ისევ სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში გაიმართება შეჯიბრი ბადმინტონში გოგონათა შორის.
დარჩენილია მხოლოდ ერთი სახეობა, მხიარული სტარტები, რომლის დასრულების შემდეგ, ოთხ აპრილს დაიწყება სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია