17 | 12 | 2018

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარემ, ალექსანდრე სარიშვილმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა. კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას გულისხმობს. აღნიშნული საკითხის შესახებ ვლადიმერ ჩხაიძემ ისაუბრა. კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც დადგენილებაში ცვლილების შეტანას გულისხმობს, კერძოდ კი ეს ეხება .„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცებას. სხდომაზე განხილული იქნა საკითხი, რომელიც ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს ეხება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ განმარტა, რომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს დაევალათ განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებში (გარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა) ადმინისტრაციული/ საოპერაციო ხარჯები (ძირითადად ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“, „საქონლისა და მომსახურების“ და „სუბსიდიების“ მუხლებში) შეადგენდეს არაუმეტეს 2016 წლის საკასო შესრულების მაჩვენებლის 90%-ს. მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარამეტრების „საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ“ პუნქტის მოთხოვნის შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდეს გამგეობისა და საკრებულოს დაფინანსება, შრომის ანაზღაურების, საქონელი და მომსახურების ხარჯი. ასევე შეუმცირდეს 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება; ა(ა)იპ ლანჩხუთი ტექ-სერვისს, ა(ა)იპ სპორტული ცენტრს, ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლას და ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას. გამგეობის ვალდებულების კლების მუხლის 4890 ლარით შემცირების ხარჯზე გაიზარდოს არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 4840 ლარით (ადმინისტრაციული შენობის ინტერნეტ ქსელის რეაბილიტაციისათვის). დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში შემცირდეს სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მოაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა 2500 ლარით და გაიზარდოს სამხედრო სამსახურის ტრანსპორტის ხარჯი 2500 ლარით. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება განისაზღვრა 2597500 ლარით, მათ შორის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 2415000 ლარი, ხოლო თანადაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 127 500 ლარი, დამატებით გამოსაყოფია 55000 ლარი ქ.ლანჩხუთის, ჩიბათისა და ლესის ადმინისტარციულ ერთეულში შიდა გზების რეაილიტაციის მიზნით. კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია