24 | 08 | 2017

სოციალურ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ია ჩხაიძე უძღვებოდა. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ვინაიდან პარლამენტა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის “ განხილვა 6 თვის ვადით, 1-ელ ოქტომბრამდე გადადო, მიზანშეწონილია ასევე გადაიდოს საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტების მიღება. ,,ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა მოხდა სხვადასხვა კომისიებსა და ფრაქციებში, განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინე, აზრთა სხვადასხვაობა იყო. ჩვენ უნდა მივიღოთ კანონის შესაბამისი აქტი, რომელიც რომელიც იქნება საბოლოოდ შეჯერებული და სრულყოფილი. ამაზე მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ. ვინაიდან 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს ნორმატიული აქტები, საკრებულოს მიერ მანამდე უნდა იქნას მიღეული“, აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ. კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას გულისხმობს. აღნიშნული საკითხის შესახებ ვლადიმერ ჩხაიძემ ისაუბრა. კომისიის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებას გულისხმობს. კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრული ძირითადი საკითხები განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია