26 | 06 | 2017

გამგებელმა სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლევან ჩხაიძესთან და ქალაქში გამგებლის წარმომადგენელთან, ლადო ნანაძესთან ერთად მდინარაძის ქ. #1-ში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ოთახის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
ზაალ მდიანარაძის ქ.# 1-ში მდებარე შენობის პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს "მშენებლი 2015" ასრულებს. პროექტის ღირებულება 11 797 ლარია.
აღნიშნული ფართი დაეთმობა შშმ პირებს, ახალგაზრდებს, სადაც მათ შეეძლებათ შეხვედრები, საუბრები და ა.შ. 
ოთახი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი და აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით.
ფართში ა(ა)იპ „პროგრესის ვექტორი“ განთავსდება. „პროგრესის ვექტორს“ მარიამ ნუცუბიძე ხელმძღვანელობს.
სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში უნდა დასრულდეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია