20 | 10 | 2017

ფრაქციის სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული დემოკრატიული საქართველოს " სხდომაზე თავმჯდომარემ, კახა ურუშაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილა.
სხდომაზე განიხილეს დადგენილებაში ცვლილება, ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“. 
საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,სარეაბილიტაციო ცენტრი იავნანასთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას გემგებლისათვის თანხმობის მიცემას გულისხმობს, სხდომას ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ წარუდგინა. 
საკითხების შესახებ- „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ“, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , ფრაქციის სხდომაზე განმარტებები საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა.
ფრაქციამ დღიის წესრიგით განსაზღვრული სხვა ძირითადი საკითხები განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა