28 | 06 | 2017

შეხვედრა ღვაწლმოსილ პედაგოგებთან

დღეს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა შედგა. ღონისძიება საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ნინო ჩიტაძეს მიჰყავდა. პედაგოგებს მიესალმა, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ. შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე სარიშვილი, რომელიც ასევე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და თბილი სიტყვები არ დაიშურა მათთვის. ღოსძიებაზე სიტყვით გამოვიდა პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლელა ქურიძე. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის წარმომადგნელი მაკა გოგიჩაიშვილი. მან დეპუტატის სახელით გვერდით დგომა აღუთქვა თითოეულ მათგანს. ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა სტუმრებისაგან სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი სიმღერები მიუძღვნეს პედაგოგებს...
ითქვა ძალიან ბევრი თბილი სიტყვა ორგანიზატორების მიმართ. „-მადლობას გიხდით ამ დღისთვის, ჩვენი ღვაწლის დაფასებისთვის. გმადლობთ, რომ ასე ერთად მოგვიყარეთ თავი. მადლობა რომ ჩენი არსებობა ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის“_ აღნიშნა ჯურუყვეთის საბაზო სკოლის პედაგოგმა მერი კვაჭაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია