20 | 10 | 2017

ლანჩხუთს სანაგვე ურნები და 2 ნაგავმზიდი გამოეყო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 100 სანაგვე ურნა და ორი ერთეული ნაგავმზიდი გამოუყო.
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადგილზე დაათვალიერა ახალი სანავე ურნები და ნაგავმზიდი.
გამგებლის განცხადებით, ნაგვის ურნები თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილდება, ასევე მაქსიმალური ყურადღება საკურორტო ზონას მიექცევა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა