ლანჩხუთს სანაგვე ურნები და 2 ნაგავმზიდი გამოეყო

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 14:31

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 100 სანაგვე ურნა და ორი ერთეული ნაგავმზიდი გამოუყო.
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადგილზე დაათვალიერა ახალი სანავე ურნები და ნაგავმზიდი.
გამგებლის განცხადებით, ნაგვის ურნები თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილდება, ასევე მაქსიმალური ყურადღება საკურორტო ზონას მიექცევა.