21 | 08 | 2017

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა. ➡საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის კონტროლის კითხვარის ფორმისა და მისი შევსების მეთოდური რეკომენდაციის დატკიცების თაობზე” . აღნიშნული წესი საზოგადოებრივი მიშვნელობის ესთეტიურ დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებს დაარეგულირებს. ➡საკრებულომ მიიღო განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ“ . „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბესიკ ტაბიძე დაინიშნა. ➡სხდომზე დაამტკიცეს განკარგულებაში ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ . ცვლილება ძირითადად შეეხება სოციალური დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის დაზუსტებას. ➡საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა დადგენილებაში, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“. დამტკიცებული წესის მიხედვით, - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ყოველწლიურად სავალდებულო გახდება. ➡საკრებულომ დაამტკიცა განკარგულებები, რომლის თანახმად გამგებელს მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. კერძოდ, სარგებლობის უფლებით გადაეცა ა(ა)იპ „სარეაბილიტაციო ცენტრი იავნანას“ ქ. ლანჩხუთში მარეჯანიშვილის ქ. N11-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 747 კვ.მ მიწის ნაკვეთი . ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ფინქციონირებისათვის ქალაქ ლანჩხუთში, კოსტავას ქუჩა N 37-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ორი ოთახი უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცა. ➡ასევე დამტკიცდა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ“ . საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“140-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის შემოწმების მიზნით მოწვეულ იქნა დამოუკიდებელი აუდიტორი. ➡საკრებულოს მიერ დამტკიცდა დადგენილებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . ➡საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. ➡დღის წესრიგით განსაზღვრულ ორ საკითხზე საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ➡საკითხებში ,,სხვადასხვა“ საკრებულოს წევრებმა პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. მათ შეკითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე პასუხობდა.

საჯარო ინფორმაცია