22 | 10 | 2017

28 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან

28 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან.
ივერონის ტაძარში დეკანოზმა მირიანმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ამის შემდეგ კი ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში, რომელსაც გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გაიხსენეს 28 წლის წინანდელი ემოციები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ იმ ამბების თანამონაწილენი, გაიხსენეს გია ფირცხალაიშვილი - უზენაესი საბჭოს დეპუტატი და დამოუკიდებელობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი ლანჩხუთელი კაცი...
ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი დღე, რომელი საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიეძღვნა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა