24 | 06 | 2017

მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესთან მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება გაიმართა.
ბატონმა ზაზამ მოისმინა მოქალაქეების პრობლემები, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა.
გამგებელმა დაავალა შესაბამისი სამსახურების უფროსებს დროულად აღმოუჩინონ მოქალაქეებს დახმარება.
მიღებას ესწრებოდნენ გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები, თამარ ფირცხალაიშვილი და ლევან ჩხაიძე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია