24 | 06 | 2017

დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

რაკი 14 აპრილი წითელი პარასკევია, ამიტომ დედანის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღეს გაიმართა.
მასში მონაწილეობას ქალაქის პირველი საჯაროსა და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა სტუმრებს დედაენის მნიშვნელობასა და მისი ისტორიის შესახებ მოუყვნენ, გაიხსენეს კლასიკოსების ლექსები, შეასრულეს დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერები.
ღონისძიების დასასრულს დედაენის შესახებ საზოგადოებას მიმართა გამგებლის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია