24 | 06 | 2017

ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე, რომან ბიწაძე უძღვებოდა.
საკითხებს, რომელიც მწერლების- დავით ასკურავას და ჯემალ დობორჯგინიძის, სახალხო მთქმელის- რევაზ როყვასთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას ეხებოდა კომისიამ მხარი დაუჭირა.
სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც .„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცებას ეხება. 
კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა ასევე მოქალაქის და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლების კოლექტიური განცხადებები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია