23 | 10 | 2017

ბიურომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა . ბიუროს წევრებმა იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევიდა. სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად იქნა მიღებული. ბიუროს სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე და გამგეობის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შემდგომი განხილვისათვის გადაეგზავნა საკრებულოს შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 28 აპრილს, 11.00 საათზე გაიმართება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა