- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 17:41
20 აპრილს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10 კვ ხაზების რეაბილიტაციის მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “ლანჩხუთი-წევა“-დან ფიდერი N1, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 350 აბონენტს( სოფ. მამათი).
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.