17 | 12 | 2017

სამელიორაციო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

2012-2017წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 5 სარეაბილიტაციო პროექტი ჯამური ღირებულებით 1 373 898 ლარი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დედაბერა-ნიგვზიანის მაგისტრალურ დამშრობ არხს, დედაბერა-ნიგვზიანისდამთისძირაარხზე ჰიდროტექნიკურინაგებობებს, მდინარე ფიჩორას გასწორხაზოვნებული მონაკვეთების რეაბილიტაციის I ეტაპის ფარგლებში საპროექტო პროფილის და მასზე მოწყობილი ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, სოფ.წყალწმინდაში სუფსისა და სეფა-ჩირეს დამშრობმასივს, რიონი-ჩოლოქის მდინარეთაშორის მასივზე, ნიგოეთის თემის სოფელ ჭყონაგორის და სოფელ ნიგოეთის დამშრობმასივს. შედეგი: 275 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა; 620 ჰექტარზე ჭარბი წყლის მოცილება. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 54,7 კმ. სადრენაჟე არხს. ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა - 121 კმ. სამელიორაციო არხი. შეკეთდა 57 ჰიდროტექნიკური ნაგებობა. მიმდინარეობს . მდინარე ფიჩორას გასწორხაზოვნებული მონაკვეთების საპროექტო პროფილის და მასზე მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის II ეტაპი. პროექტი, რომლის ღირებულებაა470 000 ლარი, 2017 წელს დასრულდება. შედეგი: 2900 ჰექტარზე ჭარბიწყლის მოცილება. . რიონი-ჩოლოქის მდინარეთაშორის მასივზე, რიონის მარცხენა სანაპირო მასივზე, ნიგოეთის თემის სოფელ ჭყონაგორის და სოფელ ნიგოეთის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია. ღირებულება - 500 000 ლარი. 2017 წლის ბოლოს დასრულდება. შედეგი: 480 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა