19 | 10 | 2017

შემოქმედის ეპარქიის დაარსებიდან 22 წელი გავიდა

შემოქმედის ეპარქიის დაარსებიდან 22 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში საიუბილეო საღამო მოეწყო.
ღონისძიებას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, სასულიერო პირები და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლანჩხუთიდან საიუბილეო ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.
საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და სამრევლო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ლანჩხუთის ფოკლორული ანსამბლი „მხედრები“ და იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებიც იღებდნენ.
საიუბილეო თარიღი ეპარქიის წარმომადგენლებს გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ მიულოცეს.
შემოქმედის ეპარქია 1995 წლის 4 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით ჩამოყალიბდა. ეპარქია 150 ეკლესია- მონასტერს და 70 სასულიერო პირს აერთიანებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა