17 | 12 | 2017

ლევან კობიაშვილი ლანჩხუთში იმყოფებოდა

გუშინ  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ლანჩხუთში იმყოფებოდა. იგი თავდაპირველად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრს ფეხბურთის ფედერაციასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

_„ მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძის ინიციატივას ვუჭერ მხარს და მინდა ლანჩხუთში დაფუძნდეს საფეხბურთო აკადემია. ქართული ფეხბურთის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი სპორტული აკადემიების გაკეთებაა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ნიჭიერ ბავშვებს შევუქმნათ სათანადო პირობები. ზოგად განათლებასთან ერთად ისწავლონ ფეხბურთი და სპორტით იყვნენ დაკავებულები.“_განაცხადა ბატონმა ლევანმა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი სტუმრებთან ერთად ა(ა)იპ "ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის" ადმინისტრაციული შენობის მოსანახულებლად გაემგზავრა. როგორც ცნობილია, გვიმბალაურში ე.წ. „კოლეჯის“ შენობა უზურფრუქტის წესით გადაეცა საფეხბურთო სკოლას. ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა, რითაც ამ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობა გარემონტდა. გაკეთდა საშხაპეები, გასახდელები, მსაჯთა ოთახი, შეძენილია სათანადო ინვენტარი. საფეხბურთო სკოლას ასევე გადაეცა ჩიბათის საფეხბურთო მოედანი.
მუნიციპალიტეტის გამგებელთან და ფეხბურთის ფედერაციის თავკაცთან ერთად ლევან კობიაშვილმა პატარა მობურთალები ბურთებით დაასაჩუქრა.
_ „ძალიან მიხარია დღეს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ეყრება საფუძველი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ლევან კობიაშვილს.მომავალ კვირას თბილისში კიდევ ერთხელ შევხვდები, დავკონკრეტდებით და დავიწყებთ ამ ძალიან კარგი საქმის ერთობლივად გაკეთებას“_განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა