24 | 08 | 2017

ვეტერან ფეხბურთელს 75 წლის იუბილე მიულოცეს

28 აპრილს  სპორტის მუზეუმში ვეტერანი ფეხბურთელის ჯემსუატ ურუშაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელმა მერაბ წულაძემ ვრცლად მიმოიხილა ის ღვაწლი და დამსახურება, რაც ბატონ ჯემსუატს აქვს ქართული ფეხბურთის, განსაკუთრებით კი „გურიას“ მიმართ. იუბილარს განსაკუთრებულად მიულოცეს დაბადების დღე მეგობრებმა.
ბატონ ჯემსუატს დიდი სითბოთი და სიყვარულით მიესალმა მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც ჯანის სიმრთელე და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა, სიმბოლურად სამადლობელი სიგელი და საჩუქარი გადასცა.
ღონისძიებას იუბილარის მეგობრები და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

საჯარო ინფორმაცია