22 | 10 | 2017

ჩემპიონები თავისუფალ ჭიდაობაში

ლანჩხუთში ჩატარდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ავთანდილ გოგოლიშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.
ტურნირი ჩატარდა სამ ასაკობრივ ჯგუფში: 2000-2001, 2002-2004, 2005-2007 წლებში დაბადებულთა შორის.
ტურნირი ორგანიზებული იყო ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მიერ. მასში მონაწილეობდნენ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩაქვის, ფოთის, ჯვარის, წალენჯიხის, ზუგდიდის, სამტრედიის, ხონის, ქუთაისის, ბაღდათის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ნაკრები გუნდების 151 აღსაზრდელი. გუნდური შედეგები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი ჩვენებურებმა არავის დაუთმეს. მეორეზე გავიდა სამტრედია, ხოლო ქობულეთმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. 
პირად პირველობაში ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან ჩემპიონები გახდნენ: გიორგი იაშვილი (26 კგ.); რეზო ქამადაძე (32 კგ.); გიორგი ხარატიშვილი (50 კგ.) და ბექა ართილაყვა (58 კგ.).

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა