24 | 08 | 2017

სპორტი ბარიერების გარეშე

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ბავშვთა და ახალგაზრდობის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს "სპორტი ბარიერების გარეშე".
პროექტი სპორტის ოთხ სახეობაში ტარდება, ესენია: ჭადრაკი, სპრინტი (მცირე დისტანციაზე სირბილი), მინი-ფეხბურთი და კალათბურთი როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში.
პირველი ტურნირი ჩატარდა სპრინტში და რაიონის გამარჯვებულები გამოვლინდა. ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლემ; წყალწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლე მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო ნინოშვილის საბაზო სკოლის წარმომადგენელი მესამეზე გავიდა.
გოგონებში კი ადგილი ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი: აკეთის საჯარო სკოლა; შრომისუბნის საბაზო სკოლა - მეორე ადგილი და ნიგოითის საჯარო სკოლა - მესამე ადგილი.

 

საჯარო ინფორმაცია