25 | 11 | 2017

სტუმრები სამინისტროდან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ სტუმრები მიიღო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროდან.
გიგა გლუნჩაძე და ანზორ მეგრელიშვილი „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებას“ წარმოადგენენ. შეხვედრაზე, რომელსაც სოციალური სამსახურისა და სპორტის განყოფილების უფროსები, თამარ ფირცხალაიშვილი და პაატა ურუშაძეც ესწრებოდნენ, სტუმრებმა ისაუბრეს პროექტზე, რომელსაც საფუძველი 2016 წლის 25 დეკემბერს, ახალგაზრდების დამოუკიდებელი ინიციატივის შედეგად, ჩაეყარა. 
ხარისხი,ინიციატივა, მაშტაბურობა და კრეატიულობა, ეს ის აუცილებელი შტრიხებია რაც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტს გამოარჩევს,ასევე განსაკუთრებული ხიბლი მის მრავალფეროვნებასა და უნივერსალიზმშია. 
პროექტს რამდენიმე მიმართულება აქვს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არაფორმალური განათლების კურსს სხვადასხვა სფეროში, ასევე სტაჟირებას პარლამენტში, მერიასა თუ სხვადასხვა სახელმწიფო სტურქტურებში, კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები, შეკრებები, მასტრერ-კლასები, შეიკრიბება „ლიდერთა ზამთრის სკოლა“ და „ზაფხულის ახალგაზრდული ბანაკი“ და ა.შ. 
- ჩვენ იმედი გვაქვს,რომ შესაბამის მხარდაჭერას მივიღებთ თქვენგან და გვჯერა, რომ ჩვენი პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებით, - გამოთქვეს იმედი სტუმრებმა.
თავის მხრივ, ბატონმა ნუგზარმაც მათ მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა