19 | 10 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატი "ეტალონი" გაიმართა

1 მაისს"საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი"ეტალონი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლაში გაიმართა,რომელშიც ლანჩხუთის საჯარო სკოლის გამორჩეული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა შემოქმედებით გუნდთან ერთად პროექტი საინტერესოდ წარმართა. როგორც ყოველთვის ეროვნული პროექტი 'ეტალონი" საკმაოდ საინტერესო გამოდგა,გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდა. გამარჯვებული გახლავთ სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის # მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე სალომე ჩიკაშუა რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა,მეორე ადგილზე სსიპ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი თამარ სივსივაძე,მესამე ადგილი კი დაიკავა ლანჩხუთის წმ.იოანე ნათლისმცემლის მეცხრე კლასის მოსწავლემ ანა ჯიბლაძემ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ პროექტ "ეტალონის" გამარჯვებულები დააჯილდოვა.პირველ ადგილზე გასულ სალომე ჩიკაშუას ფულადი ჯილდო ხუთასი ლარი გადასცა,მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. ინტელექტ-შეჯიბრს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე,გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე ,გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომაგდენლები,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა