17 | 12 | 2017

მოსახლეობის საყურადღებოდ!

საქართველოს მოსახლეობის 20%-ს პენსიონერები შეადგენენ. საქართველოს ხანდაზმულთა საზოგადოებამ (პენსიონერთა კავშირი) შექმნა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პენისონერთა სოციალური და მორალური პირობების გაუმჯობესებას, რაც ითვალისწინებს პენსიონერთა სააქციო საზოგადოების შექმნას, ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ა.შ. შეიქმნება ხანდაზმულთა საზოგადოების გამგეობა, ხანდაზმულთა საზოგადოების უხუცესთა საბჭო, რაიონული საკონსულტაციო ცენტრები, ასევე იქნებიან სოფლად ხანდაზმულთა საზოგადოების წარმომადგნელები. პროექტი ხელს შეუწყობს ზოგადი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, ფერმერულ მეურნეობებსა და სარეალიზაციო ცენტრებს შორის ჯანსაღი კოორდინაციის წარმართვას და ა.შ. აღნიშნული პროექტის განხორცილებაში სამი სუბიექტი მონაწილეობს: 1. მთავრობა, როგორც პროგრამის კოორდინატორი; 2. პენსიონერთა სააქციო საზოგადოება, როგორც პროგრამის დამფინანსებელი; 3. საქართველოს ხანდაზმულთა საზოგადოება, იგივე პენსიონერთა კავშირი, როგორც პენსიონერთა წარმომადგნელი და მათი უფლებების დამცველი;
პარასკევს, 5 მაისს, 18:00 საათზე ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში მოხდება პროექტის პრეზენტაცია. დასწრება შეუძლიათ, როგორც პენსიონერეს, ასევე მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა