18 | 12 | 2017

სამოყვარულო ფეხბურთი ლანჩხუთში

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო "მოყვარულთა თასი 2017-მა", რომელსაც სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. მოყვარულთა თასის გათამაშებაში სრულიად საქართველოა ჩართული და მათ შორისაა ჩვენი მუნიციპალიტეტი, რომელიც აღნიშნულ ტურნირში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. წელს ლანჩხუთიდან გათამაშებაში ოთხი გუნდი ჩაერთო: ქალაქის, ნიგოითის, ჩოჩხათისა და აკეთის მოყვარული თუ პროფესიონალი ფეხბურთელები. "მოყვარულთა თასი 2017 ჯერ რაიონულ დონეზე ტარდება, აქ გამარჯვებული რეგიონულ ტურნირში იღებს მონაწილეობას, შემდეგ უკვე გათამაშება ქვეყნის დონეზე ტარდება და რაც მთავარია, გამარჯვებული სამოყვარულო ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ გათამაშებაში იღებს მონაწილეობას" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ლაშა ჭეიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა