24 | 08 | 2017

„პენსიონერთა კავშირი“-ს ლანჩხუთის წარმომადგენელი აირჩიეს

5 მაისს  ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა საქართველოს ხანდაზმულთა საზოგადოების(პენსიონერთა კავშირი) პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ ზემოთაღნიშნული პროექტის დამფუძნებლები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები ნუგზარ ჯოგლიძე და მალხაზ კერესელიძე. შეხვედრა მიზნად ისახვდა პენსიონერთა სოციალური და მორალური პირობების გაუმჯობესებას,რაც ითვალისწინებს პენსიონერთა სააქციო საზოგადოების შექმნას, ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ა.შ. შეიქმნება ხანდაზმულთა საზოგადოების გამგეობა, ხანდაზმულთა საზოგადოების უხუცესთა საბჭო, რაიონული საკონსულტაციო ცენტრები, ასევე იქნებიან სოფლად ხანდაზმულთა საზოგადოების წარმომადგნელები. პროექტი ხელს შეუწყობს ზოგადი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, რაც ფერმერულ მეურნეობებსა და სარეალიზაციო ცენტრებს შორის ჯანსაღ კოორდინაციას წარმართვას. ერთიანი გადაწყვეტილებით, საქართველოს ხანდაზმულთა საზოგადოებამ „პენსიონერთა კავშირი“-ს ლანჩხუთის წარმომადგენლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი მარინა კეიდია აირჩიეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, ადმინისტრაციის უფროსი მაგული კუნჭულია ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია