ლანჩხუთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 09 მაისი 2017 15:11

დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ლანჩხუთელ ვეტერანებს მიულოცეს დიდი სამამულო ომში გამარჯვების 72 -ე წლისთავი,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ დიდი სამამულო ომში მონაწილე 12 ვეტერანს დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა და ფულადი საჩუქარი ორასი ლარი გადასცა.ვეტერანებმა ფულადი ჯილდო 600 ლარის ოდენობით საქართველოს მთავრობისგანაც გადაეცა.
ჩიბათის ადმინისტარაციულ ერთეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი შეამკეს. 
ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ანსამბლ ,,მხედრებისა“ და სამუსიკო სკოლის აღსაზრდელების მონაწილეობით .
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე,გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე,გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადილე, ბესიკ ტაბიძე და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული განყოფილების წარმომადგენელი შოთა ფირცხალაიშვილი.
ვეტერანებისთვის დღე საზეიმო ვახშმით დასრულდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.