28 | 06 | 2017

გამგებელმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ყოფილი სასტუმროს შენობაზე. სამუშაოები დაწყებულია ჩიბათისა და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონებზე.
მუნიციპალიტეტის გამგებლის გნაცხადებით, 23 აპრილს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ძალიან ბევრი შენობა. მთავრობის განკარგულებით ჩამოირცხა 350 000 ლარი. უკვე დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მისი თქმით, შესაბამის სამსახურებთან ერთად მაქსიმალურად გაკონტროლდება მიმდინარე პროცესი.
გამგებელმა მდინარაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი რედაქციის შენობის სახურავზე მიმდინარე სამუშოებიც დაათვალიერა. შენობაში ამჟამად განთავსებულია ფეხბურთის ფედერაცია და კეთდება ოთახი შშმ პირებისათვის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია