28 | 06 | 2017

სტიქიისგან დაზიანებული სახლის აღდგენა მიმდინარეობს

ნიგოითში მალხაზ ფირცხალაიშვილის სახლი 23 აპრილის სტიქიამ ლამის მთიანად დააზიანა, რის გამოც ოთხშვილიანი ოჯახი ფაქტობრივად, ჭერის გარეშე დარჩა. სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამით, მალხაზ ფირცხალაიშვილის სახლს 12 968 ლარის ღირებულების სამუშაოები უტარდება. მთლიანად იცვლება სახურავი, შენდება კედელი. დღეს მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ საპროექტო განყოფილებსა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსებთან ერთად მოინახულა. დიასახლისმა დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ზაზას თანადგომისა და დახმარებისათვის. სამუშოებს, რომელიც ივნისის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს, შპს "სოტერო" აწარმოებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია