21 | 08 | 2017

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო დამჭერი ხაფანგები მონტაჟდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის მაისის თვის დასაწყისიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე "აზიური ფაროსანას" მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო, თხილის ფართობებში ფერომონების (დამჭერი ხაფანგები) დამონტაჟება მიმდინარეობს ოთხი ჯგუფის მეშვეობით, რომელთაც განსაზღვრული აქვთ თავიანთი სამოქმედო არეალები.
ფერომონი მავნე მწერის ბიოლოგიის შესაბამისად დამუშავებული პრეპარატიანი მწერსაჭერია. მისი მოქმედების პრინციპია მამრი მწერების მოზიდვა და დაჭერა, რითაც მავნებლის რიცხოვნობის შემცირებასთან ერთად ხდება გამრავლების თავიდან აცილება და პოპულაციის შესუსტება. 
მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულები, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები, ასევე გამგებლის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია