18 | 12 | 2017

პროექტის პრეზენტაცია ლანჩხუთში

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ- ,,მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენება სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც პროექტის წარმდგენმა, ექსპერტმა ამირან გიგინეიშვილმა განაცხადა, _ პროექტის მიზანი, გურიის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა თვითმმართველობის განხორციელებაში, უფრო მეტი საჯაროობა და ადამიანების ინფორმირებულება გახლავთ.

,,ოზურგეთის ახალგზარდა მეცნიერთა კლუბის“ მიერ მოხდა გურიის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრების შესწავლა. წარმოდგენილი იყო ბიუჯეტები ინფოგრაფიკებში, მაგალითად, სასწავლო წლის განმავლობაში 1 ბავშვზე შემდეგი თანხებია გამოყოფილი 
მუნიციპალიტეტების მიხედვით: ლანჩხუთი _ 438,59 ლარი; ქ. ოზურგეთი _ 284,68 ლარი; ოზურგეთი _ 288,85 ლარი; ჩოხატაური _ 361,63 ლარი.

კვლევაში ნაჩვენებია საბავშვო ბაღების, სააღმზრდელო ჯგუფებისა და აღსაზრდელების რაოდენობა თითოეულ მუნიციპალიტეტში, ბაღების რაოდენობები გათბობის საშუალებების მიხედვით, სანიტარულ–ჰიგიენური საშუალებებისთვის გამოყოფილი თანხა და ა.შ .

პრეზენტაცია ბაღების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე და საკრებულოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბაღების წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ მოსალოდნელ ავტორიზაციაზე, რომელიც მათთვის მალე სავალდებულო გახდება. როგორც განმარტეს, 2020 წლამდე ყველა ბაღმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია. მოხდება მათი შესაბამისი აღჭურვა და ა.შ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა