19 | 10 | 2017

შეხვედრა მცირე მეწარმეებთან

17მაისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მცირე მეწარმეებთან და დაინტერესებულ პირებთან პროგრამის, "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. შეხვედრა ძირითადად, საინფორმაციო ხასიათის იყო და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მრჩეველი ბიზნესის განვითარებაში, გიორგი სვანიძე უძღვებოდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ვისაც სურს მონაწილეობის მიღება პროგრამაში, 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ ბიზნესიდეის განაცხადი ვებგვერდზე: www.qartuli.ge. კონკურსში გამარჯვების შედეგად კონკურსანტი მიიღებს 5 ათასიდან 15 ათას ლარამდე თანადაფინანსებას. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, ვინც მიაღწია 18 წელს და ვინც არ არის საჯარო მოხელე. გიორგი სვანიძის თქმით, გურიაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 178 პროექტი და გაცემულმა თანხამ შეადგინა მილიონ 385 271 ლარი. ხოლო უშუალოდ ლანჩხუთში კი დაფინანსდა 52 პროექტი, ხოლო თანხის ოდენობაა 494 636 ლარი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა