19 | 10 | 2017

ლანჩხუთში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ლანჩხუთში მუზეუმების საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარემ მხარეთმცოდნეობის, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის, ვალოდია წულაძის სახელობისა და სპორტის მუზეუმებში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა. საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ მუზეუმის თანამშრომლებს დღევანდელი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ საქმიანობაში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა