28 | 06 | 2017

ლექცია თემაზე - ,,1924 წლის აჯანყება და სტალინური რეპრესიები"

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ღია კარის დღე გამოაცხადა. დამთვალიერებელი დღის განმავლობაში შეძლებს ახალი ექსპოზიციის დათვალიერებას. დღევანდელი ღონისძიების თემა გახლდათ ,,1924 წლის აჯანყება და სტალინური რეპრესიები“, წარმოდგენილი იყო საბჭოთა პერიოდის სიმბოლიკები, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენის ექსპონირებით. ლექციას უძღვებოდა ისტორიკოსი ლალი რამიშვილი, მან მიმოიხილა უახლესი წარსულიდან მთელი რიგი ისტორიული მოვლენები. ისაუბრა ისეთ ფაქტებზე რომელიც გასული საუკუნის 90 წლებამდე ტაბუდადებული და სრულიად იგნორირებულიც კი გახლდათ. მსმენელებს ლანჩხუთელი ადამიანების შესახებ უამბო, რომლებიც რეპრესიებს ემსხვერპლა და ისტორიაში ღირსეული ადგილი დაიკავეს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართულ ღონიძიებას საკრებულოს დეპუტატები - ია ჩხაიძე, ნონა მურვანიძე, დარეჯან ბურჭულაძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა ასევე ვალოდია წულაძის სახელობის, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის , სპორტისა და ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმებში.

საჯარო ინფორმაცია