24 | 06 | 2017

აცანის საჯარო სკოლას ვასილ ჩხაიძის სახელი მიენიჭება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე, რომელსაც რომან ბიწაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს. ერთ-ერთი საკითხი გახლდათ, სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის საჯარო სკოლისთვის სახელის მინიჭების შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, აცანის საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივაა, რომ სკოლას მიენიჭოს გამოჩენილი ქართველი მსახიობის ვასილ ჩხაიძის სახელი. იგი 1937-56, 1962-66 წწ ცხოვრობდა და მუშაობდა სოფელ აცანის საშუალო სკოლაში რუსული და გერმანული ენის პედაგოგად. წარმოდგენილ საკითხს კომისიამ მხარი დაუჭირა. ▶კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ განმარტებები, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა. ▶ კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც რეგლამენტში განსახორციელებლ ცვლილებას ეხება. კომისიის თავმჯდომარის გამარტებით, ცვლილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას ეხება, ასევე ცვლილების შედეგად გამიჯნული და დაკონკრეტებული იქნება საკრებულოს კომისიების, ფრაქციების უფლებამოსილებები და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ვადები. სხდომაზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

საჯარო ინფორმაცია