24 | 08 | 2017

ბიურომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა. ბიუროს წევრებმა იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევიდა. სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურისა და ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. წარმოდგენილი ანგარიშები ბიურომ ცნობად მიიღო. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შემდგომი განხილვისათვის გადაეგზავნა საკრებულოს შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა, 30 მაისს 11.00 საათზე გაიმართება.

საჯარო ინფორმაცია