24 | 06 | 2017

ფრაქციის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომაზე, რომელსაც ელგუჯა ჩხაიძე უძღვებოდა დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხი განიხილეს. საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების წესს დაარეგულირებს. აღნიშნული პროექტი გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურმა, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგარეო-ეკონომიკუირი კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრთან ერთად მოამზადა. დღესვე ფრაქციის წევრებმა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ის ლოკაციები მოინახულეს, სადაც პარკირების მოწყობა იგეგმება.

საჯარო ინფორმაცია