17 | 12 | 2017

სახალხო დღესასწაული "ჩიბათობა" აღინიშნა

დღეს ჩიბათობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ჩიბათის წმინდა მოციქულ სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარში აღევლინა. ტაძრის ეზოში საგალობლები კულტურის ცენტრის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელებმა შეასრულეს. ამის შემდეგ დოღი გაიმართა. მოგვიანებით ჩიბათელები ფეხბურთში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
საღამოს ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კულტურის სახლში კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე ესწრებოდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა