18 | 12 | 2017

კომისიამ პარკირების წესის დადგენის შესახებ იმსჯელა

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ია ჩხაიძე უძღვებოდა დღის წერიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს.

საკითხის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ კომისიის სხდომაზე განმარტებები გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პირველ ეტაპზე მოხდება პარკირების წესის დადგენა და პარკირების ადგილების მოწყობა.

პროექტის მიხედვით 12 პარკირების ადგილია განსაზღვრული. კომისიის რეკომენდაციაა, პარკირების ადგილი დამატებით რკინიგზის სადგურის მიმდებარედაც მოეწყოს.

კომისიის თავმჯდომარემ სხდომას მონიტორინგის შედეგებიც გააცნო, რომელიც კომისიამ გასულ კვირას ა(ა)იპ ,,გოგონათა ექსპერიმენტალურ სარაგბო-საფეხბურთო სკოლაში“ და ა(ა)იპ ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში განახორციელა“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა